воскресенье, 23 апреля 2017 г.

მე 9 დღე

შევქმენით ბროშურა,საბოლოოდ დავხვეწეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,საფუძვლიანად შევისწავლე პროექტის დაწერის სპეციფიკა ,წარვადგინე ჩემი პროექტის გეგმა,მივიღე უკუკავშირი კოლეგებიდან და გავითვალისწინე,საბოოლოდ გადავავლე თვალი მოსწავლეთა ნამუშევრებს  შეფასების ფორმებს,მოვახდინე კოლეგების პროექტების შეფასება.ამ ტრენინგმა მე მომცა საშუალება  მეტი კომპეტენცია მიმეღო პროექტის სწავლებასთან დაკავშირებით,და მომცა სტიმული მომავალში ხარისხიანი პროექტების შემუშავებაში.ვიმედოვნებ რომ ყოველი შემდგომი პროექტი წინარეზე უკეთესი იქნება.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

მე-8 დღე

დგეს განვაახლე პროექტის გეგმა და განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები.შევქმენი დოკუმენტები მენეჯმენტვისთვის და გამოვაქვეყნე პორტფოლიო.კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები.ყოველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

суббота, 8 апреля 2017 г.

მე-7 დღე

დღეს შევავსე პროექტის მეორე და მესამე დღის პროცედურები,გავეცანი დიფერენცირებული სწავლების კითხვარებს და შევავსეთ ისინი,ვისწავლე რჩევების მიცემა მოსწავლეებისთვის,როგორც ეფექტური უკუკავშირი.სასურველია დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები ეფექტურად მოვარგო ჩემს პროექტს,არ იყოს მხოლოდ ფორმალური.

воскресенье, 2 апреля 2017 г.

მე-6 დღე

დღეს დავიწყე სასწავლო პროცედურების გაწერა-სრულფასოვნად აღვწერეთ პროექტის პირველი დღე,ინფორმაცია  ციტირებული დოკუმენტისა საკმაოდ დიდია,საჭიროა ეფექტური დახარისხების უნარ-ჩვევების გამოვლენა მოსწავლეებში,ვისწავლე ვიდეოების  გადმოწერა და დოკუმენტების შენახვა.

суббота, 1 апреля 2017 г.

მეხუთე დღე

დრეს დავასრულე პროექტის შეფასების გეგმა ,ვიმუშავე პრეზერნტაციის შექმნაზე,პროექტისთვის შევიმუშავე  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;შევისწავლე სლაიდებში ტექსტის რედაქტირება,დიზაინის შექნმნა და წარდგება;პრეზენტაცია ჩავაშენე ბლოგზე.გავეცანი საავტორო უფლებებს.

воскресенье, 26 марта 2017 г.

მეოთხე დღე

დღეს  უფრო  ღრმათ ჩავწდი პროექტის გეგმის სტრუქტურას,დავხვეწეთ საკვანძო კითხვების თემატიკა,გავეცანი  შეფასების  ხუთ მიზანს.ჩემთვის ბუნდოვანია შეფასების მეთოდების ჩამონათვალი და შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტები.მჭირდება გამოცდილება.

суббота, 25 марта 2017 г.

მესამე დღე

დღეს დავხვეწე პროექტის გეგმა,მოვიძიე საგნობრივი სტანდარტი ე.ს,გ-დან და შევუსაბამე ჩემს პროექტს. გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას სასწავლო პრაქტიკაში სასწავლო  და საგაკვეთილო  პროცესის დაგეგმვაში  და ჩატარებაში.